ქართველმა სნაიპერმა მაიდანზე მკვლელობებში რადას დეპუტატები დაადანაშაულა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 13.02.2018
ნანახია: 1061

უმაღლეს რადაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის ახლანდელი თავმჯდომარე სერგეი პაშინსკი და დეპუტატი ვლადიმირ პარასიუკი 2014 წლის თებერვალში კიევის მაიდანზე პირადად მონაწილეობდნენ ადამიანების მკვლელობაში. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქართველმა სნაიპერმა ალექსანდრე რევაზიშვილმა განაცხადა.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, მისი კორესპონდენტი თბილისში სხვა ქართველ სნაიპერებსაც დაუკავშირდა, რომლებიც მაიდანის მოვლენებში მონაწილეობდნენ. მათი მტკიცებით, იარაღსა და ცეცხლის გახსნის ბრძანებას პაშინსკისგან იღებდნენ. ყოფილი სამხედრო მოსამსახურის კობა ნერგაძის თქმით,  ის და სხვა სნაიპერები უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველმა მამუკა მამულაშვილმა მიიწვია,

რომელიც ამჟამად დონბასში კიევის მხარეს მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურია. ნერგაძის თქმით, მის ჯგუფს 10 ათასი დოლარი გამოუყვეს, კიდევ 50 ათასს კი მოვლენების დასრულების შემდეგ დაპირდნენ.

მანამდე იტალიურმა ტელეარხმა  მოამზადა დოკუმენტური ფილმი, სადაც იტალიელი ჟურნალისტები ნერგაძეს, რევაზიშვილსა და ზალოგი კვარაცხელიას ესაუბრნენ.

მათი თქმით, 2014 წელს კიევში ისინი სნაიპერებად მიხეილ სააკაშვილმა გაგზავნა. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ დაპირისპირების გამწვავების მომენტში ქართულ რაზმს „ბერკუტას“ სპეცრაზმელებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა უბრძანეს, თუმცა მათ ბრძანება პროვოკაციად მიიჩნიეს და ცეცხლის გახსნაზე უარი თქვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე