ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 13.02.2018
ნანახია: 1903

„როგორც ვიცი, ეკა ზღულაძემ, უარი თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა'', - ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია ,,მე-5 არხის” ეთერში უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისთვის ზღულაძე აღარ არის უკრაინის მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მან თანამდებობა 2016 წლის მაისში დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე