როგორ იღებდნენ სექსის სცენებს „თავისუფლების ორმოცდაათ ელფერში“

საქართველო, თბილისი - 16:10 | 12.02.2018
ნანახია: 2130

დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი დასავლური ტაბლოიდების მთავარი გვერდებიდან არ ჩამოდის. ეს შემთხევითი არ არის. კინოგაქირავებში გამოვიდა ტრილოგიის მესამე ნაწილი „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“. ჟურნალისტებს ყოველთვის აინტერესებთ, მსგავს ფილმებში როგორ იღებენ სექსის სცენებს და დაკოტამაც საიდუმლო დღის სინათლეზე გამოიტანა.

”ჩემი სხეული ფილმში უფრო მეტად ჩანს, ვიდრე ჯეიმის. გადაღებების წინ ის აზიდვებს აკეთებდა, მე კი ვიწექი და ვისკის ვსვამდი“, - იხუმრა ჟურნალისტებთან მსახიობმა. თუმცა აღნიშნა, რომ ის გადაღებების წინ ყოველთვის ნერვიულობდა.

 „სინამდვილეში ყოევლთვის გულმოდგინედ ვემზადებოდი გადაღებებისთვის და ვნერვიულობდი. მე ყოველი კადრისთვის ცალკე უნდა მოვმზადებულიყავი და ზუსტად ვიცოდი რა როგორ უნდა გამეკეთებინა. ყოველ ჯერზე თავს  უდად ვგრძნობდი, მაგრან ვიცოდი რაზეც მივდიოდი. რა თქმა უნდა, არავინ მაიძულებდა გახდას, ეს როლი ჩემი გაცნობიერებული არჩევანია“, -განაცხადა დაკოტამ.

მან აღნიშნა, რომ ჯეიმთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო, თუმცა თითოეული სცენა მასში უხერხულობას იწვევდა. ახლა, ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ დორნანისა და ჯონსონისთვის საბედნიეროდ მათ მოდუნება და სხვა ახალ პროექტებზე ფიქრი შეუძლიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე