დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე თბილისის მერია ტენდერს ორ კვირაში გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 14:54 | 12.02.2018
ნანახია: 895

დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე თბილისის მერია ტენდერს დაახლოებით ორ კვირაში გამოაცხადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.

„კონკურსი შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს ისეთივე ხარისხის ავტობუსს, რა პარამეტრებიც აქვთ დღეისთვის თბილისში მომუშავე „მანის“ მარკის ავტობუსებს“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
მისივე თქმით, 100 ახალი ავტობუსი ჩაანაცვლებს ამჟამად ქალაქში არსებული „ბოგდანის“ მარკის ავტობუსებს, რომელთაც ექსპლუატაციის პროცესში პრობლემები აქვთ. 

კითხვაზე, 50 მილიონი ლარიდან რამდენი იქნება გათვალისწინებული ავტობუსების შესაძენად, მუმლაძემ არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ეს საკრებულოში საკითხის შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი და ამაზე მერიის საფინანსო სამსახური მუშაობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე