ოზურგეთში სუპერმარკეტი ააფეთქეს

საქართველო, თბილისი - 14:21 | 12.02.2018
ნანახია: 869

ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში სუპერმარკეტი ააფეთქეს.

შემთხვევა დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სოფლის ცენტრში მდებარ სუპერმარკეტში ხელყუმბარა შეაგდეს.

მარკეტი მთლიანად არის დაზიანებული. შემთხვევის შედეგად მარკეტში არავინ იმყოფებოდა.

აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე