სააკაშვილი კიევის პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 14:25 | 12.02.2018
ნანახია: 851

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის პროკურატურაში საექსტრადიციო შემოწმებასთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.
კიევის პროკურატურა სააკაშვილის მიმართ საექსტრადიციო შემოწმებას საქართველოს თხოვნით ატარებს. ექს-პრეზიდენტი დაკითხვაზე დღეს არის დაბარებული.

ბოგომაზოვის თქმით, მათ უწყება არ მიუღიათ.

ამასთან სააკაშვილის მეორე ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ მედიას განუცხადა, რომ დაცვა საექსტრადიციო შემოწმებას უკანონოდ მიიჩნევს. „ჩვენ ამ შემოწმების წინააღმდეგნი ვართ, რადგან მას უკანონოდ მივიჩნევთ“, - აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე