გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებენ

საქართველო, თბილისი - 13:45 | 12.02.2018
ნანახია: 900

ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ გამოაცხადებს. 

პროცესი სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გასული წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას სახელმწიფო ბრალდება პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.

2017 წლის 5 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და მის გამართლებას ითხოვენ. ბრალდების მხარე კი, ბრალის დამძიმებას და განაჩენში მკვლელობის ანგარებით მომზადების ჩამატებას ითხოვს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე