დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არა დოდო გუგეშაშვილს პალატაში

საქართველო, თბილისი - 12:10 | 12.02.2018
ნანახია: 1688

ღუდუშაურის საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, შესაბამისად, დღეს ექიმები ისევ შეიკრიბებიან და გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა მას პალატაში,

ამასთანავე, საავადმყოფოფ ტერიტორიაზე უკვე საათზე მეტია იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენელები, თუმცა პრესსამასახურში აცხადებენ, რომ გუგეშაშვულის გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე