მაკა ჩიჩუას იაპონიის ელჩმა და მისმა მეუღლემ უმასპინძლეს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 20.11.2015
ნანახია: 1672

საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას დღეს, იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანიმ და მისმა მეუღლემ თავიანთ რეზიდენციაში უმასპინძლეს.
საქართველოში სტუმრად მყოფმა იაპონელმა კალიგრაფისტმა სპეციალურად პირველი ლედისთვის იაპონური ტრადიციული რიტუალი - შოდო - იაპონური კალიგრაფიის ხატვის ცერემონია გამართა და პირველ ლედის შოდოს რიტუალის თავისებურებები გააცნო. ხელოვანმა შოდოს წერის ექვსი განსხვავებული სტილი გამოიყენა. რიტუალის დასრულების შემდეგ პირველი ლედისთვის ვორკშოპიც მოეწყო.
შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო და რიტუალის დასრულების შემდეგ სტუმრებს ელჩმა და მისმა მეუღლემ ლანჩზე უმასპინძლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე