დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

საქართველო, თბილისი - 13:23 | 11.02.2018
ნანახია: 908

დოდო გუგეშაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. როგორც ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, დღეს პალატაში არ გადაიყვანენ. 

შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ.

მომხდარის შედეგად, დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი კი, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაკითხავენ დოდო გუგეშაშვილს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე