ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 11:58 | 11.02.2018
ნანახია: 1065

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. 

12 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა+10, +15 გრადუსი იქნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე