ხულოში, სოფელ საციხურში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

საქართველო, თბილისი - 18:02 | 09.02.2018
ნანახია: 983

ხულოში, სოფელ საციხურში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ჩახერგილია ოთხ ოჯახთან მისასვლელი გზა. ajaratv-ის ინფორმაციით, ჩამოსულმა მიწის მასამ საფრთხე შეუქმნა ცეცხლაძეების საცხოვრებელს.

ადგილობრივები სოფლის გეოლოგიურ შესწავლას და უსაფრთხო ადგილას განსახლებას მოითხოვენ. პრობლემას იცნობენ ხულოს მერიაში.

გოჩა მელაძის განცხადებით, დამეწყრილ სოფელს გეოლოგები უახლოეს დღეებში შეისწავლიან. სწორედ გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი აღნიშნული ოჯახებს დროებით ქირით გაიყვანენ თუ სოფლიდან გაასახლებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე