ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავაძლიერებთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს ევროპელ კოლეგებთან - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 16:12 | 09.02.2018
ნანახია: 1189

"ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში",  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა. 

გახარიას თქმით, ის მიღწევა, რომელიც საზოგადოებამ მოიპოვა შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის სახით, უნდა იყოს შენარჩუნებული.

„ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს კიდევ უფრო მეტი გეგმები. ვგეგმავთ ვიზიტებს იმ ქვეყნებში, სადაც ვაპირებთ ჩვენი პოლიციის ატაშეების ინსტიტუტების გაძლიერებას, მათი ეფექტურობის ამაღლებას და ასევე - იმ ქვეყნებში, სადაც დღეს პოლიციის ატაშეები არ გვყავს და სადაც პოლიციის ატაშეები უნდა გაჩნდნენ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე