„მარჯანიშვილის“ მეტროში მოკლე ჩართვა მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 09.02.2018
ნანახია: 1956

„მარჯანიშვილის“ მეტროში მოკლე ჩართვა მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

,,გაცნობებთ, რომ  დღეს, 12:32 საათზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ სადგურის მაჩვენებელზე მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია მცირე კვამლი. შესაბამისი სამსახურის ოპერატიური ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და  ხარვეზი აღმოიფხვრა.  აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის'', - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე