თბილისში, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 08.02.2018
ნანახია: 833

თბილისში, გიორგი ჭყონიდელის ქუჩაზე არსებული სკოლების,  „ლამპარისა“ და მე-12 საკარო სკოლის მოსაწავლეებს შორის შელაპარაკება და ჩხუბი მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადაც არის მობილიზებული.

დეტალები, თუ რის ნიადაგზე მოხდა სკოლის მოსაწავლეებს შორის დაპირისპირება, ჯერჯერობით უცნობია.

„ჯი-ეიჩ-ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან დეტალები ზუსტდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე