ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის $68 მლნ. გრანტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

საქართველო, თბილისი - 12:30 | 08.02.2018
ნანახია: 1155

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონფერენცია თემაზე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები - 2018” გაიმართა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოში გრანტის სახით 68 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის ინვესტირება მოხდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის. 

„დღევანდელ კონფერენციაზე წარმოვადგინეთ 68 მილიონი დოლარის გრანტის ფარგლებში დაგეგმლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტებს. აღნიშნული თანხიდან 20 მილიონი დოლარის შესყიდვები მიმდინარე წელს განხორცილედება. 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტიდან 68 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება ინფრასტურქტურულ პროექტებზე, რომელიც მოიცავს საჯარო სკოლების სრულ რებილიტაციას და აღჭურვას, ასევე პროფესიული სასწავლებლების ლაბორატორიებითა და სიმულატორებით მოწყობას და სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტის აუდიტორიებისა და სამეცნიერო ლაბორატორიებით უზრუნველყოფას“, - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. 

2018 წელს, ფონდი განაგრძობს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონებში, დაგეგმილია თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი 4,750 კვადრატული მეტრი კორპუსის შიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 

2015 - 2017 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში დაასრულა 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია (მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და ქვემო ქართლში) და დამატებით დაიწყო 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის რეგიონში. 2018 წელს დაიწყება 33 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში.

2017-2018 წწ. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ფონდმა რეაბილიტაცია ჩაუტარა და თანამედროვე აღჭურვილობით მოაწყო 4,250 კვადრატული მეტრის სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა.  2017 წელს ფონდმა შეისყიდა 4 მლნ აშშ დოლარის უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა და სიმულატორები ფონდის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამისთვის. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე