მტკვარში ადამიანის გადახტომის ფაქტი არ დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 08.02.2018
ნანახია: 863

„მტკვარში ადამიანის გადახტომის ფაქტი არ დადასტურდა“, - განუცხადეს „პრაიმნიუსჯორჯიას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, 112-ში ზარი ერთ-ერთი სასტუმროდან შევიდა, მოქალაქე ირწმუნებოდა, რომ მან მტკვარში ადამიანის ცხედარი დაინახა.

აღნიშნული ზარის საფუძველზე მაშველებმა სამძებრო ღონისძება დაიწყეს, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე