რუსთავის სკოლაში 10 მოსწავლე მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 08.02.2018
ნანახია: 884

რუსთავში, მე-16 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის 10 მოსწავლე მოიწამლა - მათგან სამი სახლში გაუშვეს.

მოზარდებს სამედიცინო დახმარება ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია. 

მოწამვლის სავარაუდო მიზეზად დაბინძურებული წყალი სახელდება.  

ამ დროისთვის, სკოლაში „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები წყლის ხარისხის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიულ სინჯებს იღებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე