ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 08.02.2018
ნანახია: 809

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯვარი-მესტიას კმ30-კმ138 მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, მესტია-უშგულის კმ139-კმ186  მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.       

ამავე გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე