კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 08.02.2018
ნანახია: 873

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა, ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გაამტყუნა. სიცოცხლისთვის, ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ეპიზოდში ფარმან ჯეირანლი გამართლდა.

სახელმწიფო ბრალდება კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე