"აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე არ უშვებენ

საქართველო, თბილისი - 10:57 | 08.02.2018
ნანახია: 852

"აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე არ უშვებენ.  ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნული ფაქტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისულ პრემიერ-მინისტრთან გააპროტესტეს.

თსუ-ში გიორგი კვირიკაშვილს შეძახილებით შეხვდნენ.  "აუდიტორია 115"-ის წევრებს აინტერესებთ, რატომ არ უშვებენ მათ ღონისძიებაზე დასასწრებად.

თსუ-ს პირველ კორპუსში, სადაც საიუბილეო ღონისძიება იმართება და მთავრობის წევრები იმყოფებიან, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე