პირი, რომელმაც გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, იდენტიფიცირებულია

საქართველო, თბილისი - 10:26 | 08.02.2018
ნანახია: 1113

სამართალდამცავებმა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელმაც დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ესროლა, უკვე მოახდინეს. ამის შესახებ "რუსთავი 2" იტყობინება. ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს. 

დოდო გუგეშაშვილის ახლობლები მომხდარს თადარიგის პოლკოვნიკის წარსულ საქმიანობას არ უკავშირდებენ და შურისძიების მოტივით ჩადენილ დანაშაულს გამორიცხავენ.

დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

ბოლო ინფორმაციით გუგეშაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე