ის არ არის მსხვერპლი, პირიქით ის არის დამნაშავე - ზვიად გუბელაძე დეკანოზის საქმეზე

საქართველო, თბილისი - 18:20 | 07.02.2018
ნანახია: 907

"საზოგადოებას მსურს შევახსენო, რომ ის არ არის მსხვერპლი, პირიქით, ის არის დამნაშავე", - განაცხადა ჟურნალისტებთან ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მისი განმარტებით, დღევანდელ საბოლოო სიტყვაში დეკანოზმა ცრუ ინფორმაცია გააჟღერა.

"სიცრუით, ტყუილებით და თავისი ვერსიებით ის ცდილობდა თავი მსხვერპლად წარმოედგინა, თუმცა საზოგადოებას მსურს შევახსენო, რომ ის არ არის მსხვერპლი, პირიქით ის არის დამნაშავე, რომელიც განზრახ მკვლელობას ამზადებდა და სამართალდამცავების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად აცილებულ იქნა უდიდესი ტრაგედია“ - განაცხადა გუბელაძემ.

პროკურორი უარყოფს ინფორმაციას, რომ პროკურატურის თანამშრომლები დეკანოზს საქმეში თანამონაწილედ ვინმეს აღიარებას თხოვდნენ.

„მსგავსი საუბარი პროკურორებსა და მამალაძეს შორის არ ყოფილა. მისი დაკითხვა ვიდეოფირზეა აღბეჭდილი, რომელიც აქვს როგორც დაცვის ბრალდების მხარეს, ასევე სასამართლოსაც. მხარეებმა ძალიან კარგად იციან, რომ არც მუქარა, არც შეთავაზება გიორგი მამალაძის მიმართ არ განხორციელევბულა. სწორედ ასეთ ფაქტებზე ვამბობ რომ ის ტყუილს ამბობს და ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს“ - განაცხადა გუბელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კოლეგია აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიმსაღებად სათათბიროდ არის გასული.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე