დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 16:52 | 07.02.2018
ნანახია: 1177

ღუდუშაურის კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისივე განცხადებით, ამჟამად პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს.

„მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. ოპერაცია ცეცხლნასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო ჩატარდა. გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა იყო. შესაბამისი სირთულოს ოპერაცია ჩატარდა. ამჟამად სტაბილურია. ერთი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში დაჭრეს. გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, შვილი კი, ადგილზე დაიღუპა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე