ოზურგეთში მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა

საქართველო, თბილისი - 15:49 | 07.02.2018
ნანახია: 1154

ოზურგეთის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მე-7 კლასელს სცემა. სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლე დამრიგებელმა ფარდის ჩამოგდების გამო დასაჯა.

„ინციდენტი მუსიკის ოთახში ფარდის ჩამოგდებას მოჰყვა, სადაც ბავშვებს ღონისძიება ჰქონდათ. ბიჭი მეშვიდეკლასელია, მასწავლებელი კი დამრიგებელია, ისე მათემატიკას ასწავლის. შინაგანაწესით დაუშვებელია მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ყველა მასწავლებელს ეს არ ესმის. მე, პირადად, რამდენჯერმე მაქვს ეს მუხლი წაკითხული, სიტყვიერადაც ვეუბნები მასწავლებლებს, რომ ბავშვებს ხელი არ დააკაროთ, დაამყარეთ შესაბამისი კომუნიკაცია, მაგრამ არ გამიგონა ქალბატონმა“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ცნობისთვის, დისციპლინარული კომიტეტი რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა სკოლას დამრიგებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე