პირი, რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა, სავარაუდოდ ოჯახს იცნობდა - მამუკა ჭელიძე

საქართველო, თბილისი - 14:23 | 07.02.2018
ნანახია: 886

ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ამის თქმა, რომ პირი [რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა] იცნობდა ოჯახს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის გვამი და დაჭრილია ქალბატონი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

,,პირველადი ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ მკვლელი სავარაუდოდ იცნობდა ოჯახს. გამოძიება 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ გავაკეთებ კომენტარს. ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ამის თქმა, რომ პირი იცნობდა ოჯახს. ჭრილობები სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში დაჭრეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე