მთავრობას და პარლამენტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღების საჭიროება სათანადოდ არ აქვთ გააზრებული - ომბუდსმენი
საქართველო, თბილისი - 11:27 | 07.02.2018 ნანახია: 1039[„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიღების] გაჭიანურება აჩვენებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება სათანადოდ არ არის გაზიარებული საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შრომის უსაფრთხოება ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილონ და არ წავიდნენ კომპრომისებზე დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების ხარჯზე.
"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის გაჭიანურებას. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2017 წლის 1 ივნისსაა ინიცირებული და ამ დრომდე მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. 2018 წლის 5 თებერვალს წამყვან კომიტეტში დაგეგმილი მეორე მოსმენა ჩაიშალა მთავრობის მიერ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე შეუჯერებლობის მიზეზით.
პროცესის გაჭიანურება აჩვენებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება სათანადოდ არ არის გაზიარებული საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან. გარდა ამისა, კანონპროექტს აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელთა გამოსწორების ნაცვლად, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ არსებული ტექსტი კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით შეფასებას იმსახურებს.
ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთხოება პირველ რიგში ადამიანის უფლების საკითხია. ყველა დასაქმებულს აქვს უფლება იმუშაოს უსაფრთხო სამუშაო გარემოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნება. დამსაქმებლებს ამ კუთხით ვალდებულებები დღესაც აქვთ. კანონპროექტის ძირითადი მიზანი მათი შესრულების უზრუნველყოფაა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შრომის უსაფრთხოება ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილონ და არ წავიდნენ კომპრომისებზე დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების ხარჯზე. ინიცირებული ვერსიით:
1. კანონის მოქმედება გავრცელდება მხოლოდ მძიმე და მავნეპირობებიან სამუშაოებზე, რომლებიც ასევე შეიცავს მომეტებულ საფრთხეს. ერთდროულად ამ ორი კრიტერიუმის შემოტანა უკიდურესად ავიწროებს კანონის მოქმედების ფარგლებს მაშინ, როდესაც ყველა დასაქმებულს აქვს უფლება უსაფრთხო შრომაზე და ყველა მათგანისთვის უნდა მოხდეს აღნიშნულის გარანტირება. წარმოდგენილი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს არ ადგენს, არამედ უზრუნველყოფს უკვე მოქმედი სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელებას იძულების მექანიზმის შემოღებით, რისი გათვალისწინებითაც მისი მოქმედების არეალის დავიწროება სრულიად მიუღებელია;
2. სანქციები უკიდურესად დაბალია და ვერ უზრუნველყოფს კანონის მიზნების მიღწევას. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების თითოეული პირობის დარღვევა პირველ ჯერზე იწვევს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 50 ლარის ოდენობის ჯარიმას, რაც სრულიად არასაკმარისია. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ვალდებულების დარღვევა საერთოდ არ იწვევს პასუხისმგებლობას;
3. ზედამხედველ ორგანოს წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი სამსახური. სამწუხაროდ, კანონი არ ქმნის დამოუკიდებელ, მოქნილ, ძლიერი მანდატის მქონე ინსტიტუციას, რაც სერიოზული გამოწვევაა. პროექტი ასევე არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საკადრო რესურსებით გაძლიერებას, რაც უკიდურესად ამცირებს კანონის ეფექტიანი აღსრულების შესაძლებლობას;
4. ზედამხედველ ორგანოს მოსამართლის ბრძანების გარეშე მხოლოდ შერჩევითი კონტროლით და ისიც კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ შეუძლია მეწარმის შემოწმება, რაც სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს და არ უზრუნველყოფს კანონის ეფექტიან აღსრულებას. მოსამართლე ბრძანებას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ბუნებრივია, შემოწმების განხორციელების გარეშე ზედამხედველ ორგანოს უკიდურესად გაუჭირდება ასეთი საფუძვლის შექმნა. მოსამართლე ვალდებულია მეწარმეს წინასწარ გაუგზავნოს შეტყობინება და საქმის მასალები, რის შემდეგაც ის საკუთარ მოსაზრებებს წარადგენს წერილობით. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად მაინც გამოიცა მოსამართლის ბრძანება, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება. თუ მეწარმე არ დაუშვებს ზედამხედველ ორგანოს შესამოწმებლად, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია გაფრთხილება, მეორე ჯერზე კი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ხელშეშლის მომდევნო შემთხვევებზე კანონპროექტში საერთოდ არ არის საუბარი, მოსამართლის ბრძანება კი მოქმედებს მხოლოდ 15 დღე. თუ ზედამხედველობის ორგანომ მაინც მოახერხა მეწარმის შემოწმება და დარღვევის აღმოჩენა, იმის გადასამოწმებლად, აღმოფხვრილია თუ არა დარღვევა, კვლავ სასამართლოსთვის მიმართვა მოუწევს. საკითხის ამგვარად წარმოდგენა კანონპროექტში ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.
გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა, კანონპროექტს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზებიც აქვს, რის გამოც რთულია შრომის უსაფრთხოების სფეროში ამჟამად არსებული საგანგაშო ვითარების შეცვლის მოლოდინის ქონა. რასაკვირველია, კანონის მიღება არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლას და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, და არა არაქმედითი დოკუმენტის მიღებას, რომელიც რეალურ ცვლილებას ვერ მოიტანს", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა