მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა გადაიდო

საქართველო, თბილისი - 15:43 | 06.02.2018
ნანახია: 854

ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო 19 თებერვალს იმსჯელებს. მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის და ბრალდების პოზიციის მოსმენის შემდეგ მიიღო.

დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობაზე წერილობითი და არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად სასამართლოს გონივრული ვადა სთხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, მოსამართლემ განმარტა, რომ სახალხო დამცველის, საია-ს თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სასამართლოს მეგობრის პოზიციების გასაცნობად დრო სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი  2017 წლის მაისში, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე