შსს-მ ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 06.02.2018
ნანახია: 806

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი,  - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

,,ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აგრძელებს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მონიტორინგს. ერთობლივი მუშაობის შედეგად დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს.  დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე