სახელმწიფოს მიერ დაზარალებულებმა არ იციან ვის მიმართონ შემდგომი მკურნალობის დაფინანსების საკითხზე - გიორგი საკარული

საქართველო, თბილისი - 13:29 | 06.02.2018
ნანახია: 836

საკრებულოში დღეს ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 დაზარალებულიდან 2 იმყოფებოდა. მათი თქმით, კითხვებზე პასუხები არ მიუღიათ, რადგან  საკრებულოში კომპეტენტური ადამიანები არ მივიდნენ.

გიორგი საკარულის თქმით, სახელმწიფოს მიერ დაზარალებულებმა არ იციან ვის მიმართონ შემდგომი მკურნალობის დაფინანსების საკითხზე.

„სურვილი მქონდა დღეს შევხვედროდი იმ კომპეტენტურ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს გაგვცემდა. სამწუხაროდ, დღეს უმრავლესობის არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფება, რაც ძალიან ცუდია. კითხვები ბევრი გვაქვს, თუნდაც ერთ-ერთი დაზარალებულის შესახებ, რომელიც ლოგინს არის მიჯაჭვული, - დიმიტრი, რომელმაც სამსახური დაკარგა, რომელსაც მეორე ოპერაცია ესაჭიროება, რომელმაც წამლები ონლაინ სესხებით იყიდა, საჭიროებს მეორე ოპერაციას, ის ოჯახს არჩენდა არადა დიდი ხანი ვერ იმუშავებს. დაზარალებულია ასევე 3 შვილის დედა. ვინ დააფინანსებს მათ მკურნალობას, ვინ აუნაზღაურებს ზარალს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, სახელმწიფომ მიაყენა, - განაცხადა გიორგი საკრაულმა. 

რაც შეეხება დაზარალებულ რუსუდან მებონიას, ის აცხადებს, რომ ადამიანები ლოგინში წვანან და ოპერაციას ელოდებიან.

„არავის დაურეკავს და არ მოვუკითხივარ, როგორ ვარ. ჩვენზე უარესად არიან, ადამიანები ლოგინში წვანან და ოპერაციას ელოდებიან. მათ არ იციან როგორ გამონახონ შემდგომი მკურნალობის სახსრები. 21-ე საუკუნის საქართველოში რომ ეს ხდებოდეს, სამარცხვინოა,“ - აღნიშნა რუსუდან მებონიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე