კიევის სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 17:13 | 05.02.2018
ნანახია: 916

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა და კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ 3 იანვარს გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების გასაჩივრება საკასაციო წესით არის შესაძლებელი.

სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.

მანამდე საიმიგრაციო სამსახურმა უარი განუცხადა სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე, სასამართლომ კი ეს გადაწყვეტილება კანონიერად აღიარა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მოძრაობა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მასობრივ საპროტესტო აქციას გამართავს, ამიტომ უკრიანის ხელისუფლება ყველანაირად ეცდება მისი უკრაინიდან დეპორტაციის დაჩქარებას.

„რა თქმა უნდა ეს არ არის სასამართლო. თუმცა ხომ ხედავთ, როგორი მხარდამჭერა მაქვს ხალხის. ხალხი ქუჩაში მხედავს, ჩერდება და ასე გამოხატავს მხარდაჭერას, ასე რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ქვეყნიდან გამაძევონ, შეიძლება დამიჭირონ, თუმცა ამ მოძრაობას ვერაფერი შეაჩერებს. თუ ჩემი ექსტრადირება მოხდება, საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება“, – აცხადებს სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე