პაატა ბურჭულაძის შვილები კიბერთავდასხმაზე საუბრობენ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 13:06 | 05.02.2018
ნანახია: 1024

პაატა ბურჭულაძის შვილების, ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეებისგანცხადებით, ალექსანდრე ბურჭულაძის ტელეფონზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და ტელეფონი დამოუკიდებლად სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებდა. 

ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეები მთავარ პროკურატურაში ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. 

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას მიმართეს, რათა საქმე სრულყოფილად იქნას მოკვლეული. 

ალექსანდრე ბურჭულაძის მტკიცებით, მის ტელეფონში გარკვეული მუქარები იყო. მან არ იცის ეს ფაქტი მისი საქმიანობიდან გამომდინარეობს თუ პაატა ბურჭულაძის საქმეს უკავშირდება. 

„არ გამოვრიცხავ, რომ უკავშირდებოდეს იმ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც მამაჩემის მიმართ ხორციელდება. ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ ამ ბოლო დროს საკმაოდ უცნაური ფაქტები ხდება ჩვენს გარშემო. სრულიად უცხო ჟურნალისტები მოდიან, იღებენ ჩვენ სახლს, ეკითხებიან მეზობლებს თუ „როგორი შვილები ჰყავს“. ასევე ჩვენ ინტერნეტმაღაზია „ირისში“ რაღაც გაუგებრობა მოხდა, ობიექტური გამოძიების იმედი მაქვს“, - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე