თურქეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:48 | 05.02.2018
ნანახია: 1057

თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.  ადგილობრივი მედიის ცნობით,  32 წლის ქალმა და 43 წლის მამაკაცმა ქალაქ სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები წაიღეს.

საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. ისინი იზმირის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთებიც ამოიღეს.

დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე