რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 05.02.2018
ნანახია: 930

რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელს დანით ჭრილობა მისმა კოლეგამ მიაყენა.

როგორც ენერგოსისტემის თანამშრომლები აცხადებენ, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცს ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე