რუსთავში გოგონამ 22 წლის ბიჭი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 05.02.2018
ნანახია: 1003

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგონამ დაჭრა.

დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე