თბილისის ქუჩებში მოსიარულე შიშველი მამაკაცი 200 ლარით დააჯარიმეს

საქართველო, თბილისი - 16:49 | 02.02.2018
ნანახია: 1588

თბილისის ქუჩებში მოსიარულე შიშველი მამაკაცი 200 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

ეროვნებით ქართველი მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით დაჯარიმდა., რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. 

შიშველი მამაკაცის ფოტოები დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებმა გაავრცელეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე