Spice Girls-ი კვლავ ერთიანდება

საქართველო, თბილისი - 15:51 | 02.02.2018
ნანახია: 1192

ბრიტანული პოპ-ჯგუფი Spice Girls-ი კვლავ ერთიანდება. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება. მედიის ცნობით, ჯგუფის ყოველი წევრი ჰონორარის სახით 14 მლნ დოლარზე მეტს მიიღებს.

ჯგუფმა გაერთიანება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვიქტორია ბექჰემმა ჯგუფში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა მედიისვე ცნობით, ცნობილი ფეხბურთელის ცოლმა სიმღერაზე უარი თქვა.

 „ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი გაერთიანება ოდესმე მოხდებოდა. თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ვიქტორია დათანხმდა და ამბობს, რომ დადგა დრო წელს ახალ პროექტებზე იმუშაონ“, - აღნიშნავს გამოცემა Daily Express-ი.

ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის ტელევიზიის შოუში და თავისი საუკეთესო სიმღერების ნაკრებს გამოუშვებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე