თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შესახებ, სტრასბურგში გავაგზავნით განაცხადს - თამთა მიქელაძე

საქართველო, თბილისი - 15:44 | 02.02.2018
ნანახია: 823

„მიმდინარე თვეში გავაგზავნით განაცხადს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სუს-ის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას შესახებ“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა.

მიქელაძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები და გავრცელებული ვიდეომასალა საქმის კონტექსტში არ იყო გააზრებული.

სუს-მა პირველივე განცხადებები გააკეთა მტკიცებითი ფორმით, რომელშიც თემირლანი და სხვა დაკავებული პირები ტერორიზმის მხარდამჭერებად იყო მოხსენიებული. ასევე სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც დაუფარავად  უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილზე და ამის გამოქვეყნება მოხდა იმ პირობებში, როცა ის საქმის კონტექსტში არ იყო გაანალიზებული, სუს-მა გაუშვა, მხოლოდ ეს ვიდეომასალა, რომელმაც საზოგადოებაში შექმნა წარმოდგენები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იყო დამნაშავე“, - განაცხადა იურისტმა.

ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და მთავარ პროკურორს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე