BBG Watch-ი ,,რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 14:39 | 02.02.2018
ნანახია: 853

ორგანიზაცია BBG Watch, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს, ,,რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურში მიმდინარე მოვლენებს სპეციალური წერილით ეხმიანება.

 "მაღალი ავტორიტეტის ჟურნალისტი დავით კაკაბაძე გათავისუფლებულია რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელების მიერ“ - ასე ასათაურებს წერილს ორგანიზაცია და აცხადებს, რომ

კაკაბაძის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ მმართველი აშშ-ის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ასევე მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლანსინგმა, რომელიც დანიშნული იყო ობამას ადმინისტრაციის დროს.

BBG Watch-ი აღნიშნავს, რომ პროტესტის ნიშნად თანამდებობა რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა და ქართული მედია რადიო „თავისუფლების“ გარშემო აგორებულ სკანდალს აქტიურად აშუქებს.

BBG Watch-ის ინფორმაციით,  დავით კაკაბაძეს თანადგომა გამოუცხადა რადიო „თავისუფლების“ არაერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა, მათ შორის ხადიჯა ისმაილოვამ და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებმა რეპორტიორმა შაჰიდა ტულაგანოვამ.

"BBG საბჭომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინოს ამ ცნობილ ქალ ჟურნალისტებს. მათი სიმამაცე, ხმა აიმაღლონ ცუდი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, უნდა დაფასდეს. მათ საჩივრებს ყურადღება უნდა მიაქციონ თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში“, -ნათქვამია წერილში.

ორგანიზაცია BBG Watch-მა ვაშინგტონსა და თბილისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, 23 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ახორციელებს და „რუსთავი 2“- თან თანამშრომლობას აიძულებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე