თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ირაკლი შოთაძეს ხვდებიან

საქართველო, თბილისი - 14:20 | 02.02.2018
ნანახია: 801

ამ წუთებში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მთავარ პროკურატურაში, მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან.

ქვეყნის მთავარ უწყებაში შესვლამდე მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მალხაზ მაჩალიკაშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას იტხოვს.

 „ჩვენი მოთხოვნა პირველ რიგში არის, რომ მოგვენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და საქმის მასალები გადმოგვეცეს, რომ მიეცეთ ადვოკატებს მუშაობის საშუალება და საქმის ევროპაში გატანის. ეს არის მთელი პანკისის ხეობის, ქისტების, ჩეჩნური დიასპორის მოთხოვნა. ასევე უმკაცრესი ზომებით უნდა დაისაჯოს სპეცრაზმელი, ასევე სპეცოპერაციის დამგეგმავი. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც სიტყვით და ხელით არის ჩარეული ამ საქმეში“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე