დებმა სამი წლის ძმა ნამცხვრის გამო მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 02.02.2018
ნანახია: 1061

ორმა დამ სამი წლის ძმა ბეისბოლის ჯოხის ცემით სიკვდილამდე მიიყვანა. გლენდრია და ლაშირლი მორისებმა ძმა სასიკვდილოდ ნამცხვრის შეჭმისთვის გაიმეტეს. მედიის  ცნობით, დებმა ძმა ატლანტაში თავიანთ სახლში მოკლეს. ბიჭმა კექსი მოიპარა და ჩუმად შეჭამა.  

გამოძიების მონაცემებით გლენდრიამ, რომელიც ძმის მეურვე იყო, ძმას მსუბუქად დაარტყა, მაგრამ ლაშირლიმ გადაწყვიტა ძმას ბესიბოლის ჯოხით სასტიკად დაესაჯა.

დებს მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. თუ მათ დამნაშავეებად აღიარებენ, გოგონებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. ტრაგედიამდე სამი დღით ადრე გარდაცვილილის დედა სასამართლოს სთხოვდა გლენდრიასთვის ბავშვის მეურვეობა ჩამოერთმიათ, რადგან ის საცხოვრებელად მეგობარ ბიჭთან გადავიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე