ქურდული სამყარო ვითარდება და კანონმდებლობაც უნდა განვითარდეს- გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 13:45 | 02.02.2018
ნანახია: 914

თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ქურდული სამყაროც ვითარდება, ამიტომ კანონმდებლობაც უნდა განვითარდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების კომენტირებისას განაცხადა.

"დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ წარვადგენთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან გვინდა რაც შეიძლება მალე მივმართოთ პარლამენტს. რაც შეეხება თავად საკითხს, მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში სასამართლოს სტანდარტმა ძალიან აიწია, შესაბამისად, ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში საკანონმდებლო ჩარჩო არის შესაცვლელი. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ქურდული სამყაროც ვითარდება, ამიტომ კანონმდებლობაც უნდა განვითარდეს. ის ცვლილებები, რომელიც იქნება წარდგენილი ჩვენი ინიციატივით, ჯერ მთავრობის და შემდეგ პარლამენტის წინაშე, ითვალისწინებს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას და იქნება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული", - განაცხადა მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე