კანარის კუნძულებზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 02.02.2018
ნანახია: 910

კანარის კუნძულებზე პასპორტის ფალსიფიცირებაში ეჭვმიტანილი 19 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ლანცაროტეს აეროპორტში აიყვანეს. მან სამართალდამცავებს სლოვაკეთის მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

პოლიციის ცნობით, მოგვიანებით, ბარგის ჩხრეკისას საქართველოს მოქალაქის პასპორტი აღმოაჩინეს. გამოძიების ცნობით, მამაკაცი ყალბი პასპორტით დუბლინში აპირებდა წასვლას.

მამაკაცმა ესპანეთის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი ვერ წარადგინა, ამიტომ ის პოლიციამ დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე