წითელ ბაღთან დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველო, თბილისი - 10:57 | 02.02.2018
ნანახია: 831

ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელ ბაღთან დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი პალატაში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

„ორივე პაცინეტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი დღეს დილით პალატაში გადაიყვანეს“, - აცხადებენ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 2 მოზარდს  ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს, ერთ არასრულწლოვანს კი, ხელზე აქვს მსუქბუქი ჭრილობა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. ოფიციალურად მისთვის ბრალი ამ დრომდე არ წუყენებიათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე