შანხაიში ავტოფურგონი ქვეითებს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 02.02.2018
ნანახია: 798

შანხაის ტურისტულ რაიონში ავტოფურგონი ტროტუარზე ქვეითებს დაეჯახა. დაშავდა 18 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კოფეინების ქსელ Starbucks-ის ღობესთან შეჯახების შედეგად ფურგონს ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს.

სამი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტი თავდასხმასარ უკავშირდება. გავრცელებული ცნობით, მძღოლმა მართვაზე კონტროლი იმ დროს დაკარგა, როდესაც სალონში ხანძარი თამბაქოს მოწევის შედეგად გაჩნდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე