ფიდელ კასტროს უფროსმა ვაჟმა თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 02.02.2018
ნანახია: 812

კუბის ყოფილი ლიდერის ფიდელ კასტროს უფროსმა ვაჟმა მეცნიერებათა დოქტორმა ფიდელ ანხელ კასტრო დიას-ბალარტმა კუბაში თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე თვის განმავლობაში ექიმები კასტროს ღრმა დეპრესიის გამო დახმარებას უწევდნენ. ის ჯერ ჰოსპიტალში იწვა, შემდეგ კი ამბულატორიაში ექიმების მკაცრი   მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

68 წლის კასტრო დიას-ბალარტი იყო კუბის სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი მეცნიერებათა საკითხებში და კუბის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო რუსი 2016 წლის 25 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე