ანკარაში ძლიერი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 02.02.2018
ნანახია: 775

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საგადასახადო ინსპექციის შენობაში მომხდარ აფეთქებას ანკარის გუბერნატორმა ერჯან ტოპაჯამ დივერსია უწოდა.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების ხმა თურქეთის დედაქალაქის ბევრ რაიონში ისმოდა.

 „მიგვაჩნია, რომ ანკარის საგადასახადო ინსპექციის შენობაში გაზის აფეთქება დიდი ალბათობით დივერსია იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანკარის გუბერნატორმა.

მისი თქმით, დაზუსტებული მონაცემების თანახმად, დაშავდა ორი ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე