თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს მთავარ პროკურატურაში ხვალ ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 15:51 | 01.02.2018
ნანახია: 846

მთავარმა პროკურორმა დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ შეხვედრას მათ ხვალ, 13:00 სათზე სთავაზობენ.

 “გიდასტურებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან, ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში”,- განაცხადეს პროკურატურაში.

მაჩალიკაშვილების ოჯახმა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მოითხოვა . მათი განცხადებით, უკეთესი იქნება თუ პროკურორი თავად ჩავა ხეობაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე