ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე, დაცვის მხარე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 01.02.2018
ნანახია: 852

ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ფაღავას ცემის ფაქტზე, დაცვის მხარე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

23 წლის დაზარალებულის უფლებადამცველები მიიჩნევენ, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით უდნა გაგრძელდეს და არა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან მათი მტკიცებით, ადგილი ჰქონდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რასაც სწორედ ამავე კოდექსის 144-ე მუხლი ითვალისწინებს.

ფაღავას განცხადებით, ძალადობის შემდეგ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, 28იანვრას, გამთენიისას, ტრანსგენდერი ქალ, მირანდა ფაღავას, ვაკის პარკთან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 31 იანვარს აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე