დაზარალებულთა კომპენსაციის თაობაზე გამოძიების დასრულებას ველოდებით - "სატრანსპორტო კომპანია"

საქართველო, თბილისი - 14:11 | 01.02.2018
ნანახია: 945

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის შესახებ  „სატრანსპორტო კომპანიაც" და დედაქალაქის მერიაც გამოძიების დასრულებას ელოდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლელა სეთურიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შემდგომი ნაბიჯები გამოძიების დასრულების შემდეგ დაიგეგმება.

"როგორც კი, გამოძიება დასრულდება და შესაბამისი დასკვნა დაიდება, მერე დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - განმარტა ლელა სეთურიძემ.

შეგახსენებთ, 30 იანვარს განახლებულ მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი ჩამოინგრა, შედაგად 14 ადამიანი დაშავდა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე